2021 წელი
კომპლექსური დავალება
"განძთა კუნძული" "განძის კუნძული"
სამიზნე ცნება "პირობითი ნიშნები"
კომპლექსური დავალება "ჩურჩხელა"
სამიზნე ცნება: "ალგორითმი"
იანვარი, 2019 წელი მოდული I
მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლებიქ. გურჯაანის #1 საჯარო სკოლის ისტ
პედაგოგი ზემფირა ელიზბარაშვილი
„ციფრული რესურსები სასწავლო პროცესში“
სიტუაცია |
სტანდარტი |
მიზანი |
აქტივობები |
დავამთავრეთ ელ. ცხრილების EXCEL-ის შესწავლა.
მოსწავლეებს ვთავაზობ შეადგინონ ციფრული სასწავლო რესურსები საკუთარი და მათივე თანაკლასელების ცოდნის შესამოწმებლად.
|
ისტ VI.1
აფასებს ციფრული საშუალებების
შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების, ობიექტების
და პროცესების გამოსახვისას
|
დავალების შესრულება დაეხმარება მოსწავლეებს ცოდნის განმტკიცებაში EXCEL-ის
თემაზე თავიდან ბოლომდე
|
კითხვა პასუხი
|
ვაჩვენებ ჩემ მიერ შექმნილ სხვადასხვა სახის საინტერესო რესურსებს: კროსვორსდი,
ვიქტორინა, დოღი, რომლებიც სპეციალურად მათთვის შევქმენი პროგრამაში LEARNINGAPPS.
|
ისტ VI.1
აღწერს და აყალიბებს ციფრული მასალის სტრუქტურას; შეარჩევს მიზნის შესაფერის
სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შესაფერის ციფრულ საშუალებებს
|
მოტივაციის შექმნა, ინტერესის აღძვრა,
განწყობის ამაღლება
|
დისკუსია - მოსწავლეებმა იმსჯელონ შემეცნებითი ციფრული რესურსების შესახებ;
შეარჩიონ ციფრული მასალის სტრუქტურა, რომელიც მისაღებია თითოეული ჯგუფისთვის
|
მოსწავლეები კითხულობენ სახელმძღვანელოს, საუბრობენ ციფრული დანართების
შესახებ, ცვლიან აზრებს ერთმანეთში
|
ისტ VI.3
იყენებს ისტ-ს იდეების და ინფორმაციის ორგანიზებისას
|
რესურსის შესაქმნელად ჩამოაყალიბონ კორექტული კითხვები და შესაბამისი
პასუხები EXCEL-ის თემაზე
|
გეგმის შედგენა: 1. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩამოაყალიბონ სამი სამუშაო ჯგუფი;
2. ჯგუფებში გადაინაწილონ მასალა პარაგრაფების მიხედვით - თითოეულმა
ჯგუფმა მოამზადოს ათი კითხვა თავისი პასუხებით;
3. I ჯგუფი LEARNINGAPPS-ში შექმნის „კროსვორდს“,
II ჯგუფი -„ვიქტორინას“,
III ჯგუფი-„დოღს“;
3. ჯგუფის შიგნით აირჩიონ ლიდერები-პასუხისმგებელი პირები;
4. დავალების შესასრულებლად დროის განსაზღვრა;
|
პროექტის მონიტორინგი და შეფასება-
|
ისტ VI.1
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ციფრული მასალის შექმნისას
|
როგორ მიმდინარეობს მუშაობა ჯგუფში-რამდენად სწორად
ამზადებენ მასალას ციფრული პროდუქტის შესაქმნელად
|
დაკვირვება და შეფასება - სწორად
აყალიბებენ თუ არა კითხვებს და სათანადო
პასუხებს EXCEL-ის შესახებ
|
აქტივობის განხორციელება ხდება ჯერ არაფორმალურ გარემოში და შემდეგ საკლასო
გარემოში
|
ისტ VI.3
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
|
ოპტიმალურ ვარიანტზე შეჯერება-ისეთი კითხვა პასუხების შერჩევა, რითაც
მაქსიმალურად ადეკვატურად გამოჩნდება EXCEL-ის შესაძლებლობები
|
შექმნილი მასალის გაანალიზება, დახარისხება ღირებულების მიხედვით
|
აქტივობის განხორციელება ხდება საგაკვეთილო პროცესში
|
ისტ VI.4 იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის
და ციფრული მაასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში ციფრული
მასალის შესაქმნელად.
|
ღირებული ციფრული პროდუქტების -„კროსვორდის“, „ვიქტორინის“ და „დოღის“ შექმნა EXCEL - ის თემაზე
|
შეჯერებული კითხვა-პასუხების საბოლოო ვარიანტების გადატანა LEARNINGAPPS-ში
“კროსვორდის“,„ვიქტორინის“
და „დოღის“ დანართის სამუშაო ფურცლებზე, საბოლოო სახის მიცემა მასწავლებლის დახმარებით
და პრეზენტაცია.
|
პროექტის შერულება დაეხმარება მოსწავლეებს ისეთი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში, როგორიც არის თანამშრომლობის კომპეტენცია, კომუნიკაციის
კომპეტენცია, ორგანიზაციის კომპეტენცია, შემოქმედებითობა, ანალიზის უნარი, კრიტიკული
აზროვნების უნარი, კონკურენტუნარიანობა, კრეატიულობა, თვითშეფასება, სწავლის სწავლა.
|
|||
მოვახდენ განმავითარებელ შეფასებას
|
მარტი, 2019 წელი მოდული 3 - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება
ტრენინგის შემდგომი დავალება
#
|
პროფესიული უნარის დასახელება
|
პროფესიული განვითარების ანალიზი
|
I უნარი
|
თანამშრომლობითი სწავლის ფორმის გამოყენება
|
ვასწავლი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
საგანს. გაკვეთილს ვატარებ ინფორმატიკის კაბინეტში. თითოეულ კომპიუტერთან ზის
2-3 მოსწავლე. ახალი ინფორმაციის გადაცემის შემდეგ მასალის განმტკიცება ხდება პრაქტიკულად
კომპიუტერებზე. პრაქტიკული დავალების შესრულება ხდება ჯგუფებში. მოსწავლეები ერთმანეთში
თავად ინაწილებენ ფუნქციებს - ვინ რა საკითხზეა პასუხისმგებელი; ამის გარდა ჯგუფის
შიგნით თანხმდებიან დროზეც- ვინ რა დროში უნდა შაესრულოს დავალება. ისინი იღებენ
ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ჯგუფის შიგნით, ბოლოს კი ერთიან ჯგუფურ პასუხისმგებლობას
კლასის წინაშე. როდესაც გამოიკვეთება ისეთი საკითხი, რომლის გარკვევა-გადაჭრა ჯგუფის
შიგნით ვერ ხერხდება, მაშინ ისინი მიმართავენ მეზობელ ჯგუფს, თანამშრომლობენ-არკვევენ
ერთმანეთს შორის, თანხმდებიან ოპტიმალურ ვარიანტზე. თუ მოსწავლეები ჯგუფებში ვერ
არკვევენ ბუნდოვან საკითხს, მაშინ ისინი მომმართავენ მე.
დავალებაზე მუშაობის განმავლობაში მე ვმოძრაობ
ჯგუფებს შორის, ვაკვირდები მათ მუშაობას, ვაძლევ მიმართულებას და რეკომენდაციებს.
ჯგუფების დაკომპლექტებას ვახდენ სხვადასხვა
პრინციპით - ინტერესების მიხედვით, შესაძლებლობის მიხედვით, თემატიკის მიხედვით,
ზოგჯერ შემთხვევითობის პრინციპითაც. დაკომპლექტება დამოკიდებულია გარემოებაზე.
ჯგუფებში არიან ლიდერები, მონიტორები, დროის
მმართველ-აღმრიცხველები, აზრის გამოთქმა თანაბრად შეუძლია ყველას.
„თანამშრომლობითი სწავლის პროცესში მოსწავლე
ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ავლენს ისეთი პასუხისმგებლობების გაზიარებით, როგორებიცაა:
მიზნის მიღწევა, მოსაზრების მკაფიოდ წარმოჩენა, საკითხის კრიტიკულად განხილვა, მკაფიო
და ღია კომუნიკაცია, სხვისი აზრის მოსმენა, მოსაზრებათ ანალიზი და შერწყმა“-ვიგოტსკი.
|
II უნარი
|
დროის ეფექტური მართვა
|
„წარმატებული სწავლებისა და კლასის მართვის კიდევ
ერთი წინაპირობაა დროის ეფექტურად მართვა. გაკვეთილის დროულად დაწყებისა და დასრულების
გარდა, სასწავლო ღონისძიებები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ მოსწავლეს საკმარისი დრო ჰქონდეს
სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ თავისუფალი დრო არ უნდა დარჩეს ყურად-ღების გასაფანტად.
ამისათვის საჭიროა, გაკვეთილის გეგმა მეტ აქტივობას მოიცავდეს და დროის დარჩენის
შემთხვევაში მოსწავლე სათანადოდ დაკავდეს. დროის ეკო-ნომიის მიზნით, ყოველ გაკვეთილზე,
მონაცვლეობის პრინციპით, შესაძლებელია დამხმარე მოსწავლის არჩევა, რომელიც მასწავლებელს
მასალების დარიგებაში, კლასის ორგანიზებასა და სხვა ტექნიკურ საკითხებში დაეხმარება.“-თეო ნეფარიძე, კლასის მართვის სტრატეგია-http://mastsavlebeli.ge/?p=2519
არსებობს კლასის მართვის არაერთი ეფექტური და ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი. ყველა მათგანში განსაკუთრებულ
როლს თამაშობს დროის ეფექტური მართვა. ეს მომენტი ორგანიზებული გარემოს შემადგენელი
კომპონენტია. ის თითქოს ადვილად მოგვარებადია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აქ სულ
პატარა ნიუანსიც კი.
დროის მორჩენა -რა მოჰყვება ამას კლასში?
დროის უკმარობა-რა ხდება ამ დროს
კლასში?
ჩემი თვალსაწიერიდან დანახული მიზეზები და გამოსავალი:
შესაძლო მიზეზები-
1. შეიძლება ვერ გავთვალე აქტივობების რაოდენობა და სირთულე;
2. ვერ გავითვალისწინე მოსწავლეთა შესაძლებლობები;
3. ვერ გავითვალისწინე მოსწავლეთა ცოდნის დონე
შესაძლო გამოსავალი-
1. ვამცირებ აქტივობების რაოდენობას ან ვამარტივებ ან ორივეს ვაქცევ
ყურადღებას;
2. გავითვალისწინებ მოსწავლეთა შესაძლებლობებს;
3. გავითვალისწინებ მოსწავლეთა ცოდნის დონეს.
|
პროექტი
საგანი: კომპიუტერული გრაფიკა და დაკაბადონება
სახელობო სწავლება
1. პროექტის სახელი: PHOTOSHOP;
2. პროექტის მოკლე აღწერა: სასწავლო პროექტი ეხება სახელობო სწავლების ერთ–ერთ მიმართულებას, კერძოდ, როგორ აითვისონ მოსწავლეებმა პროგრამა „ფოტოშოპი“.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეები გაარკვევენ პროგრამა „ფოტოშოპის“ დანიშნულებას.
მოსაწვლები შეისწავლიან გრაფიკული ობიექტის შექმნას ან მოთავსებას აღნიშნულ პროგრამულ გარემოში, მის დამუშავებას სხვადასხვა მიმართულებით – ფოტოების სინთეზირება ანუ შერწყმა, ერთი ფოტოდან მეორეში კოპირება, ფოტოდან ფრაგმენტის კადრირება, ფოტოს ტრანსფორმირება, გასუფთავება, სხვადასხვა ეფექტების დადება, ჩარჩოებში მოთავსება და სხვა.
ზემოთ აღნიშნული ყველა მოქმედება ისევე ვრცელდება ტექსტზე, როგორც გრაფიკაზე;
4. მონაწილეთა ასაკი: 16 წელი, XI კლ.;
5. ვადები/ხანგრძლივობა: 20 საგაკვეთილო საათი;
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პროექტის თემის გაცნობა, ჯგუფების ორგანიზება, მიმდინარე საქმიანობების ანგარიში, კითხვა–პასუხი, პრეზენტაცია.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტი ხელს შეუწყობს გაკვეთილებზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარებას: ფოტოს გადაღება, ფოტოს მოთავსება კომპიუტერში, მისი დამუშავება მიზნობრივად – ხელობის ათვისება და ცხოვრებაში მისი გამოყენება
პროექტის მუშაობის პროცესში მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები, მას მიეცემა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისა და განვითარების საშუალება და ამდენად, აუმაღლდება საკუთარი თავის რწმენა.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას. – ახდენენ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას.
პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეები შეიძენენ, განივითარებენ ისტ-თან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს და მის გამოყენებას სასწავლო-შემეცნებით პროცესში.
8. სარგებელი სხვებისთვის: თანატოლები, სკოლა, შეკვეთები.
9. სამუშაო ენა: ქართული;
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან ურთიერთკავშირი: ინფორმატიკა, კომპიუტერული გრაფიკა და დაკაბადონება, ხელოვნება.
12. პროექტის ფასილიტატორი: ზემფირა ელიზბარაშვილი.
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: 7zemfira7@gmail.com
14. ვებ–გვერდი.ბლოგი: www.zemfirae.blogspot.com
Add a comment