ღონისძიებები

11.04. 2024- სსიპ . გურჯაანის N1 საჯარო სკოლაში გავმართეთ კომპიუტერული ტექნოლოგიების ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 5-6 კლასების მოსწავლეებმა; ბავშვებმა წარმოადგინეს HTML ენაზე შექმნილი პერსონალური ვებ გვერდები, რომლებიც მდიდარი და მრავალფეროვანი იყო. ასევე მოსწავლეებმა აჩვენეს ვიზუალური პროგრამირების SCRATCH-ის გარემოში შექმნილი თამაშები, რომლებიც სახალისო და კვალიფიციური იყო. შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს ანიმაციები - 18 პროგრამა. ბავშვებს საჩუქრად გადავეცით ფინელი ავტორის შესანიშნავი წიგნებიგამარჯობა რუბი - ძალიან დიდი კომპიუტერული თავგადასავალი“.  













2023 წელი, 26 ოქტომბერი, თბილისი, კომუნიკაციების კომისია - ლინდა ლიუკასის სემინარი თემაზე "გამარჯობა რუბის" წიგნებით სწავლება




2023 წელი, 15 დეკემბერი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე "ციფრული აბორიგენები... ჩვენ ბუკელები ვართ... ეპიზოდი მეექვსე..."






2020 წელი, 20 თებერვალი

სკოლაში ჩავატარეთ ინფორმატიკის დღე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ Vა და  Vბ კლასის მოსწავლეები
-წარმოადგინეს LearningApps.org-ში შექმნილი  საკუთარი ციფრული რესურსები;
Vა კლასმა წარმოადგინა ვიქტორინა თემაზე  "ჩემი გურჯაანი", ხოლო 
Vბ კლასმა - კროსვორდი სპორტის თემაზე.
ღონისძიება იყო ინტელექტუალური, ჩაიარა მეტად საინტერესოდ და სახალისოდ. ორივე გუნდი იყო კრეატიული;
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე და პედაგოგები.

 ს პ ო რ ტ ი

ღონისძიების ამსახველი ფოტოები:















სასკოლო 
ღონისძიება-აქცია "დასუფთვების დღე"

18 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. გურჯაანის #1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა (ჩემი სადამრიგებლო კლასი)
აქტიური მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში;
 მათ დაასუფთავეს სკოლის ეზო და გაალამაზეს გაზონები.
ფოტოებზე ეს დღეა აღბეჭდილი;
მოსწავლეებთან ერთად 
კლასის დამრიგებელი ზ. ელიზბარაშვილი და 
სამოქალაქო განათლების პედაგოგი მ. შანყულაშვილი








სხვა ღონისძიებები

1.  2018 წლის 20.04, 27.04 და 4.05 -ს მოვაწყე კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება თემაზე "სასწავლო ციფრული რესურსის შექმნა". 

შეხვედრების ციკლი
თემა: სასწავლო ციფრული რესურსის შექმნა
   მიზანი: სხვადასხვა სტრუქტურის სასწავლო ციფრული რესურსის შექმნა.

შეხვედრა I    20.04.2018
გეგმა:       learningapps.org - რედაქტორის  მიმოხილვა - დანიშნულების გაცნობა
                                  ა. პროგრამაში დარეგისტრირება და საკუთრი გვერდის შექმნა;
                                  ბ. დანართების დათვალიერება, სხვადასხვა კატეგორიების გაცნობა;
                                  გ. ციფრული რესურსების სტრუქტურათა განხილვა;
                                  დ. როგორ შევქმნათ დანართი - სამუშაო ფურცლის გაცნობა;
                                   ე. როგორ შევინახოთ ნამუშევარი კერძო დანართებში;
                                  ე. საშინაო დავალება: მარტივი კროსვორდის შექმნა საგნების მიხედვით.

შეხვედრა II  27.04.2018
გეგმა:    1.  რა პრობლემები შეგვექმნა დანართების შექმნისას? - ახსნა;
                        2. დეტალური გარჩევა სხვადასხვა სახის დანართების შექმნის მიმართულებით -
                                ა. როგორ ჩავსვათ სურათები ინტერნეტიდან;
                                 ბ. როგორ ჩავსვათ სურათები კომპიუტერიდან;
                                 გ. როგორ გავაფორმოთ დანართის ფონი;
                                 დ.  რას უნდა აკმაყოფილებდეს დანართები:
                                            თემა, მიზანი, სტანდარტთან შესაბამისობა, ასაკობრივი ჯგუფის
                                            გათვალისწინება, იყოს მრავალჯერადი, მარტივად გასაგები, 
                                            შინაარსობრივად გამართული;
                               ე. საშინაო დავალება: სრულვყოთ და გავამდიდროთ ჩვენი დანართები.
      

შეხვედრა III   4.05.2018
გეგმა:     1. როგორ შევინახოთ რესურსი საჯარო დანართებში;
                        2.  როგორ გამოვიყენოთ რესურსი ;   


                        3. როგორ დავწეროთ რეფლექსია. 


 ციფრული რესურსები


2. კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობა

  განათლების საერთაშორისო აკადემიისა და New Vision უნივერსიტეტის ერთობლივი   ორგანიზებით  2018 წლის 30 ივნისს  გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია.              კონფერენციაზე გავაკეთე მოხსენება თემაზე "სასწავლო რესურსების მართვა და გამოყენება საგაკვეთილო პროცესში". 

     მოხსენების ტექსტი            




კონფერენციის მსვლელობის ამსახველი ფოტოები


3. ინფორმატიკის წრის ღონისძიებაზე: "ჩვენ და ინფორმატიკა"


4. ტრენინგი - მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილები




5.  საუბარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან თემაზე "9 აპრილი"




6. ექსკურსიები:   

ქ ვ ა თ ა ხ ე ვ ი  






ყ ი ნ წ ვ ი ს ი



                                           






შიო-მღვიმე

მცხეთა

საგურამო


ექსკურსია ყაზბეგში:
  








ანანური:










ლარსის ხეობა:









Комментариев нет: